Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო მიდგომა უწოდა მთავრობისადმი მოწოდებას ხარჯების 30%-ით შემცირების შესახებ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო მიდგომა უწოდა მთავრობისადმი მოწოდებას ხარჯების არა ათი, არამედ 30%-ით შემცირების შესახებ. „ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას და ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გადასახადები იზრდება იმ მიმართულებებით, რომლებსაც ეკონომიკურ ზრდაზე ექნება ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა. „თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი და სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულნი უცხოური ვალუტის რყევებზე და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG