ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ კარსმომდგარი გამარჯვება ტელეფონით მიულოცა თავის კოლეგას, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს. სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულების დამარცხებას ირანელები ისევე ზეიმობენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე გამარჯვებასო, - ნათქვამია ცნობაში, რომელიც ირანის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მანამდე თეირანის ქუჩებში გამოფენილ ბილბორდებზე გამოჩნდა წარწერები: „როგორ იქნა, ვიძიეთ შური ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ალეპო თავისუფალია“. როჰანიმ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ასადის მხარდაჭერას ყველა იმ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, რომელთა ნაწილს ზურგს უმაგრებს შეერთებული შტატები. მისი თქმით, „ირანი სირიის მხარეზე იდგება მანამ, სანამ ყველა ტერორისტი არ განადგურებდა“. სირიაც და ირანიც ამბოხებულებს მოიხსენიებენ „ტერორისტებად“, რომელთა შორის, მათი თქმით, ისეთებიც არიან, ვისაც მხარს ამერიკის შეერთებული უჭერს. ირანის საზეიმო განცხადებების ფონია გაეროს უმაღლესი წარმომადგენლების განცხადება, რომლის თანახმადაც შესაძლოა სირიის რეჟიმის და მისი მომხრეების მხრიდან ომის დანაშულს უტოლდებოდეს ალეპოზე კონტროლის აღდგენის დროს განხორციელებული სასტიკი იერიშები და ასობით სამოქალაქო პირის დახოცვა.
ყველაზე პოპულარული
1