Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ წინააღმდეგობა გაუწია რუსეთისთვის სანქციების გაფართოების წინადადებას


იტალიამ წინააღმდეგობა გაუწია ევროპის კავშირის ზოგიერთი წევრის წინადადებას, ექვსი თვის ნაცვლად ერთი წლით გაეხანგრძლივებინათ სანქციები რუსეთისთვის და − სირიაში მოსკოვის ქმედების გათვალისწინებით − გაეფართოებინათ სანქციების სია. ამის შესახებ იუწყებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. გუშინ, ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სანქციების გაფართოების წინადადება სამიტის მონაწილეებს არც განუხილავთ. მისი თქმით, ევროკავშირის წევრთა „უმრავლესობამ“ გაიზიარა იტალიის პოზიცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი აგრესიისთვის უკვე გამოტანილი სანქციების გაფართოება „შეცდომა“ იქნებოდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის თქმით, მართალია, ზოგიერთ ქვეყანას სანქციების ერთი წლით გახანგრძლივება სურდა, მაგრამ თავიდანვე აშკარა იყო, რომ კონსენსუსის მიღწევა ექვსთვიანი ვადის გარშემო უფრო იოლი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG