Accessibility links

რუსეთისა და იაპონიის ლიდერებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა


გრძელდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იაპონიაში. გუშინ საკურორტო ქალაქ ნაგატოში მან და მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ პუტინმა დღეს, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „გუშინ, ნაგატოში, პრემიერ-მინისტრმა აბემ და მე გულდასმით ვიმსჯელეთ რუსეთ-იაპონიის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების მთელს კომპლექსზე, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის საკითხებზე და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე.“ ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის წევრ სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა სანქციები დასავლეთისა და „შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ვიზიტის დაწყებამდე მხარეებმა განაცხადეს, რომ არ მოელიან გარღვევას იმ სადავო კუნძულების საკითხში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მიიტაცა საბჭოთა ჯარმა. რუსეთი ამ მიწებს კურილის კუნძულებს უწოდებს, ხოლო იაპონია - ჩრდილოეთის ტერიტორიას. იაპონიაში პუტინის ორდღიანი ვიზიტი დღეს მთავრდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG