Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკი აპირებს, შეზღუდოს ცრუ ახალი ამბების გავრცელება


ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეზღუდავს გამოგონილი ან ცრუ ახალი ამბების გავრცელებას. ამის შესახებ სოციალურმა ქსელმა 15 დეკემბერს განაცხადა. მის ხელმძღვანელებს სურთ, შეცვალონ ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა. ფეისბუკის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებელს საშუალება ექნება, თავად მიუთითოს ქსელის ადმინისტრაციას ცრუ ახალი ამბების შესახებ. ამბების სარწმუნოობას ფეისბუკი ავტორიტეტიან მედიაორგანიზაციებთან გადაამოწმებს და, თუ ეს ორგანიზაციები გამოავლენენ ცრუ ამბავს, მას „საკამათო“ ახალი ამბის სტატუსი მიენიჭება. იქვე მითითებული იქნება სტატია, რომელიც განმარტავს, თუ რამ გამოიწვია „საკამათოს“ სტატუსის მინიჭება. ფეისბუკის ახალ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან კონსერვატიული ჯგუფები, რომელთა მტკიცებით, ასეთი ნაბიჯი მომხმარებელს შეუზღუდავს ახალი ამბების ალტერნატიული წყაროებით მიღების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG