Accessibility links

ბიზნესმენი მუხტარ აბლიაზოვი ყაზახეთის მთავრობის დამხობას გეგმავს


ყაზახეთის ოპოზიციის წარმომადგენელი და ცნობილი ბიზნესმენი მუხტარ აბლიაზოვი გეგმავს ყაზახეთის მთავრობის დამხობას. ამის შესახებ მან ფრანს პრესის სააგენტოს უთხრა. აბლიაზოვი ამბობს, რომ მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების გატარება ქვეყანაში, რომელსაც უკვე 27 წელია მართავს საბჭოთა პერიოდის ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი. აბლიაზოვი 9 დეკემბერს გაათავისუფლეს საფრანგეთის ერთ-ერთი საპატიმროდან, სადაც სასჯელს იხდიდა სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულისთვის, მათ შორის ქონების უკანონო მითვისებისთვის, ფულის გათეთრებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. ყაზახეთის ერთი-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ბი-თი-ეი“ ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბლიაზოვი იძებნებოდა ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მას ხუთი მილიარდი დოლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. საფრანგეთის სასამართლომ გააუქმა ოპოზიციონერის რუსეთისთვის გადაცემის ბრძანება, რადგან მიიჩნია, რომ მისი საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG