Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერებულ იქნა ალეპოდან სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეების ევაკუაცია


სირიის ქალაქ ალეპოდან შეჩერებულ იქნა სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეების ევაკუაცია, რის მიზეზადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს ასახელებენ. ამის შესახებ იუწყება სირიის სახელმწიფო ტელევიზია. მისი თქმით, მეამბოხეები გეგმავდნენ მძევლების თან წაყვანას. ოპოზიციური არხების ცნობით, კი ავტობუსს რომელსაც ალეპოდან ხალხი გაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს სამთავრობო ძალებმა. როიტერის სააგენტოს მოჰყავს ავტობუსთან მყოფი თვითმხილველის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მან ოთხი აფეთქების ხმა გაიგონა. სირიაში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, სტაფან დე მისტურამ განაცხადა, რომ ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში რჩება 50 ათასამდე ადამიანი, რომელთაგან 40 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრებია, დანარჩენი კი - მეამბოხეები და მათი ოჯახის წევრები. მისტურას თქმით, აღმოსავლეთ ალეპოში დარჩენილთა ევაკუაცია შესაძლებელია ქალაქ იდლიბის გავლით, რომელსაც პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. დე მისტურას შეფასებით, იდლიბში ზავის გამოცხადებაზე პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, შესაძლოა, ეს ქალაქიც ალეპოს მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG