Accessibility links

იაპონიაში პუტინის ვიზიტისას ვერ მიაღწიეს გარღვევას კურილის კუნძულებზე დავის მოსაგვარებლად


იაპონიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ვიზიტის დროს ვერ მიაღწიეს გარღვევას ტერიტორიული დავის გარშემო, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთსა და იაპონიას შორის სადავო კუნძულების ეკონომიკური განვითარების საკითხზე. ამ შეთანხმებაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გამოაცხადა 16 დეკემბერს, იაპონიაში პუტინის ორდღიანი ვიზიტის დასასრულს. რუსეთი ამ სადავო ტერიტორიას კურილის კუნძულებს უწოდებს, ხოლო იაპონია - ჩრდილოეთის ტერიტორიას. პუტინის და აბეს განცხადებით, სადავო ტერიტორიის განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით. საბჭოთა ჯარმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მიიტაცა კურილის კუნძულები, რის გამოც მოსკოვსა და ტოკიოს დღემდე არ მოუწერიათ ხელი ოფიციალური შეთანხმებისათვის ომის დასრულების შესახებ. იაპონიაში პუტინის ეს ვიზიტი იყო პირველი ვიზიტი „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა სანქციები დასავლეთისა და „შვიდეულის“ სახელმწიფოების მხრიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG