Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დოლარის გამყარებით ხსნის ლარის გაუფასურებას


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ლარის კურსის დაღმასვლა განპირობებულია, უწინარეს ყოვლისა, დოლარის კურსის მატებით. კაკაურიძემ ამ თემაზე ისაუბრა პარლამენტში, უმცირესობიv წარმომადგენლებთან შეხვედრისას. „არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგად არის. ვეყრდნობით მონაცემებს, რაც გვაქვს. რაც შეეხება გაუფასურებას, ჩვენ თუ შევხედავთ, დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დოლარს ჰქონდა 2012 წელს და ამ მაჩვენებელთან დოლარი ძალიან ახლოსაა მისული. გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალური ბანკის ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმ მოლოდინების შესაქმნელად, რომ გაიზრდებოდა განაკვეთი და დოლარის კურსი იყო ასახული არა მხოლოდ საქართველოში”, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.68 ლარი გახდა, რაც ოდნავ მეტია წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით.

XS
SM
MD
LG