Accessibility links

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, დაამტკიცოს, რომ კრემლი შეეცადა გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე


კრემლი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაასაბუთოს ბრალდებები, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ თემაზე საუბარი ან უნდა შეწყვიტონ, ან უკვე მტკიცებულებები წარმოადგინონ. პესკოვის განცხადება, რომელიც მან ტოკიოში გააკეთა, იაპონიაში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ერთ დღეში მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებას, რომ მისი ქვეყანა „ზომებს მიმართავს“ რუსეთის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ჩარევის გამო. „ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ, როცა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის მთავრობა ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენი არჩევნების სანდოობაზე, ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მოვიმოქმედებთ კიდეც - და საამისოდ თვითონ შევარჩევთ დროსა და ადგილს. ჩვენი ზომებიდან ზოგი, შესაძლოა, აშკარა და საჯაროდ გამოცხადებული იყოს, ხოლო ზოგი - არა. ასეა თუ ისე, ბატონმა პუტინმა კარგად იცის, როგორია ყოველივე ამისადმი ჩემი დამოკიდებულება, რადგან მას დაუფარავად ვუთხარი ყველაფერი,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ საზოგადოებრივი რადიოსთვის, ენ-პი-არ-ისთვის, მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 15 დეკემბერს გადაიცა. ბოლო დღეებში თეთრი სახლის წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ „ჰაკერული შეტევების“ ბრძანება პირადად გასცა რუსეთის პრეზიდენტმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG