Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო გამოძიება ლუდვიგსჰაფენის საშობაო ბაზრობაზე აფეთქების მცდელობის საქმეზე


მიმდინარეობს გამოძიება სამხრეთ გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენის საშობაო ბაზრობაზე აფეთქების მცდელობის საქმეზე. ყოველკვირეულ „ფოკუსი“ ცნობით, აფეთქების მცდელობაში ეჭვმიტანილია 12 წლის ბიჭი. ჟურნალი იმოწმებს უსაფრთხოების სამსახურის ცნობებს, იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა ორი აფეთქება: 26 ნოემბერს საშობაო ბაზრობაზე და 5 დეკემბერს ქალაქის მერიის წინ. ცნობაში აღნიშნულია, რომ ბიჭი ლუდვიგსჰაფენში დაიბადა, თუმცა მშობლები წარმოშობით ერაყელები არიან. 5 დეკემბერს ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდა შემთხვევითი გამვლელი და უთხრა, რომ შეამჩნია პიროტექნიკითა და ლურსმნებით სავსე მინის ქილა. პოლიციის შემოწმების შედეგად გაირკვა რომ ქილას, შესაძლოა, ცეცხლი წაჰკიდებოდა, მაგრამ აფეთქებით არ აფეთქდებოდა. ნოემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მაღალია ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობა ევროპაში, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში და სადღესასწაულო ადგილებში.

XS
SM
MD
LG