Accessibility links

თურქეთში მომხდარ ტერაქტს 13 კაცი ემსხვერპლა


თურქეთში მომხდარ ტერაქტს 13 კაცი ემსხვერპლა

13 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა ცენტრალურ თურქეთში მდებარე ქალაქ კაისერში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. დაღუპულთა უმრავლესობა, გარვცელებული ინფორმაციით, სამხედროები არიან. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არავის უკისრია. დეკემბრის განმავლობაში ეს უკვე მეორე სისხლიანი ტერაქტია თურქეთში. 10 დეკემბერს სტამბოლში ორმა აფეთქებამ შეიწირა 38 ადამიანი და 166 დააშავა. აფეთქება მოხდა „ბეშიქთაშისა“ და „ბურსასპორის“ საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ, სტადიონის მახლობლად. პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა.

XS
SM
MD
LG