Accessibility links

თურქეთში 7 პირი დააკავეს მომხდარ ტერაქტთან კავშირში


თურქეთის პოლიციამ 7 პირი დააკავა შაბათს მომხდარ ტერაქტთან კავშირში, რასაც 13 კაცი შეეწირა, ხოლო ათობით დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები არიან. რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ტერაქტზე პასუხიმგებლობა „ქურთ მუშათა კავშირს“ დააკისრა. ცენტრალურ თურქეთში მდებარე ქალაქ კაისერში დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც სამხედროები ბაზაზე ბრუნდებოდნენ. დეკემბრის განმავლობაში ეს უკვე მეორე სისხლიანი ტერაქტია თურქეთში. 10 დეკემბერს სტამბოლში ორმა აფეთქებამ შეიწირა 38 ადამიანი და 166 დააშავა. აფეთქება მოხდა „ბეშიქთაშისა“ და „ბურსასპორის“ საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ, სტადიონის მახლობლად.

XS
SM
MD
LG