Accessibility links

იემენში ათობით ჯარისკაცი დაიხოცა თვითმკვლელის იერიშის შედეგად


გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 40 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპნენ თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილით განხორციელებული აფეთქების შედეგად იემენის საპორტო ქალაქ ადენში. დაჭრილთა რაოდენობა 50 -ს აჭარბებს. ხელისუფლების მიერ 18 დეკემბერს გავრცელებული ცნობით აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ხელფასის აღების რიგში იმყოფებოდნენ ალ-სავლაბანის სამხედრო ბაზაზე. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ.“ იგივე დაჯგუფება დგას 8 დღის წინ იმავე ბაზაზე მომხდარი თავდასხმის უკან, რასაც 48 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქ ავ-სავლაბანს აკონტროლებენ საერთაშორისო საზოგადოების მიერ კანონიერად აღიარებული პრეზიდენტის,აბუ-რაბუ მანსურ ჰაიდის მომხრე ფრაქციები. ქვეყნის დიდ ნაწილს და მათ შორის დედაქალაქ სანაას, კი აკონტროლებენ შიიტი მეამბოხეები და მათ მომხრეები, რომლებსაც ებრძვის საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG