Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კენჭს უყრის საფრანგეთის რეზოლუციის პროექტს ალეპოზე


გაეროს უშიშროების საბჭო 18 დეკემბერს კენჭს უყრის საფრანგეთის შუამავლობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში დაგეგმილი ევაკუაციის მონიტორინგს და იქ გაეროს დამკვირვებლების ითვალისწინებს. კენჭისყრის ფონია ევაკუაციის ოპერაციის დაწყების შესახებ მიღწეული ახალი შეთანხმება სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის, რაც ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით აღმოსავლეთ ალეპოს დატოვების უფლებას აძლევს ალყაში მყოფ მეამბოხეებსა და სამოქალაქო პირებს და, ასევე, იმ ადამიანებსაც, რომლებიც მეამბოხეების ალყაში მყოფ სოფლებში, ფუასა და კფარიაში იმყოფებიან. საფრანგეთის მიერ შემუშავებულ წინადადებებს ეწინააღმდეგება რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, რომელიც ვეტოს უფლებას იყენებს და სირიის კონფლიქტში მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ასადს.

XS
SM
MD
LG