Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მზადაა დაუბრუნოს უპილოტო აპარატი აშშ-ს


პენტაგონმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა დაუბრუნოს ვაშინგტონს უპილოტო წყალქვეშა აპარატი, რომელიც ჩინეთის ზღვის სამხრეთში იქნა გატაცებული. აშშ-ის თანახმად უპილოტო აპარატი ზღვაში სამეცნიერო კვლევებს ატარებდა, როდესაც ის ჩინელმა სამხედროებმა იდგეს ხელთ. ვაშინგტონის მოთხოვნის პასუხად პეკინმა განაცხადა, რომ უპილოტო აპარატს საჭირო დროს დაუბრუნებს პენტაგონს, რომელსაც ჩინეთი ბრალს დებს ინცინდენტის გაზვიადებაში. ჩინეთის მიერ ამერიკის საკვლევი უპილოტო აპარატის მისაკუთრებას „უპრეცედენტო შემთხვევა“ უწოდა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „თუ უნდა, სულაც დაიტოვოს ეს აპარატი ჩინეთმაო“.

XS
SM
MD
LG