Accessibility links

სირიაში ხუთი საევაკუაციო ავტობუსი დაწვეს


სირიელი აქტივისტების ცნობით, გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა სულ მცირე ხუთი ავტობუსი, რომლებითაც დაჭრილი და დაავადებული მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ორი სოფლიდან, რომლებსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. მომხდარი ინცინდენტი საფრთხის ქვეშ აყენებს ევაკუაციის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რასაც მოუთმენლად ელოდება აღმოსავლეთ ალეპოში ალყაში მყოფი ათასობით ადამიანი. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 18 დეკემბერს ავტობუსები უკვე შევიდნენ აღმოსავლეთ ალეპოში. კოლონის მოძრაობას თვალყურს ადევნებენ საერთაშორისო წითელი ჯვრისა და სირიის არაბთა წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოდან, რომელიც სამთავრობო ჯარების ალყაშია, ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოვა 1200 კაცი. ამდენივე ადამიანი დატოვებს სირიის მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლებს, ფუასა და კფარიას.

XS
SM
MD
LG