Accessibility links

პოლონეთის პრეზიდენტმა დემონსტრანტებს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა


პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კრიზისის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მესამე დღეა გრძელდება ანტისამათავრობო დემონსტრაციები. პოლონეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქების ქუჩებში 16 დეკემბერს ათასობით ადამიანი გამოვიდა იმ პოლიტიკური ცვლილებების გასაპროტესტებლად, რასაც მხარს უჭერს ქვეყნის მმართველი, მემარჯვენე ყაიდის, „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია. პოლონეთში საპროტესტო აქციები შარშან, მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სწრაფად დაიწყო ცვლილებები საკანონმდებლო სექტორში, მედიასა და განათლების სფეროში. პროტესტის ბოლო რაუნდი გამოიწვია პოლონეთის მთავრობის გეგმამ, რომელიც ჟურნალისტებს უზღუდავთ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრას. ჟურნალისტებს ეზღუდებათ დეპუტატებისათვის ფოტოების გადაღება იმ დროს, როდესაც ისინი კენჭისყრაში დარბაზში არმყოფი კოლეგის ნაცვლადაც მონაწილეობენ. 16 დეკემბერს დემონსტრანტებმა ვარშავაში პარლამენტის შესასვლელი ჩაკეტეს და მმართველი პარტიის დეპუტატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს შენობის დატოვებს უფლება. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება პოლონეთში მედიის შეზღუდვისაკენ მიმართული ზომების გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG