Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. მისი მიზანია ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურული გაცვლის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის და ჯანდაცვის სფეროებში. სხდომის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, პეტრე კანკავა, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე, თომას მელია.

XS
SM
MD
LG