Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა რუსი ჯარისკაცის


სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს დაამტკიცა განაჩენი, -სამუდამო პატიმრობა, რომელიც რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს გამოუტანეს შვიდი ადამიანის მოკვლის გამო. პერმიაკოვის ადვოკატის თხოვნა, კვლავ განეხილათ საქმე, უარყოფილ იქნა. ორშაბათის სხდომაზე მხოლოდ პროკურორი იმყოფებოდა. თვითონ ბრალდებულმა უარი თქვა გასაჩივრებაზე და სასამართლოზე გამოცხადება არ ისურვა. სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეიძლება.სომხეთის პირველი ინსტანციის სასამართლომ 23 აგვიტოს მიუსაჯა პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა ქალაქ გიუმრიში ჩადენილი მკვლეობის გამო. პერმიაკოვმა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, 2015 წლის 12 იანვარს ავეტისიანების ოჯახი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი ბავშვი მოკლა. პერმიაკოვი რუსეთის გარნიზონის სასამართლომ გაასამართლა და შემდეგ საქმე სომხეთის მართლმსაჯულებას გადასცა.

XS
SM
MD
LG