Accessibility links

ევროკავშირმა სანქციები გაუხანგრძლივა რუსეთს


ევროპის კავშირმა მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა კრემლის მოქმედების გამო უკრაინაში. ევროპის კავშირის საბჭომ ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გახანგრძლივდეს კიდევ ექვსი თვით. საბჭოს განცხადებით, რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორისთვის დაწესებული სანქციების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 ივლისამდე.

XS
SM
MD
LG