Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ალიანსი და მოსკოვი უკრაინის გამო სხვადასხვა აზრისა არიან


ნატოსა და რუსეთს კვლავ აზრთა დიდი სხვადასხვაობა აქვთ უკრაინის გამო, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ეს შეფასება გამოთქვა ნატოსა და რუსეთის საბჭოს სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, 19 დეკემბერს. მოსკოვის და ნატოს მთავარი ფორუმი 2016 წელს მესამედ შედგა. ნატომ რუსეთთან შეზღუდა კავშირები კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო. ნატო კვლავაც უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსის მოკავშირეები არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ როგორ აიცილონ თავიდან რუსეთისა და ნატოს ძალებს შორის ინციდენტები. ნატოში აშშ-ის ელჩმა, დუგლას ლიუტმა განაცხადა, რომ არა მგონია, რომ რუსეთში ვინმე დღეს ნატოზე თავდასხმას გეგმავდეს, მაგრამ შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობების გამო, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ კამპანიებზე, გაავსოს მედია დეზინფორმაციით, ჩვენი საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მიზნით.

XS
SM
MD
LG