Accessibility links

რუსეთში ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალებით ათეულობით პირი დაიხოცა


რუსეთში, ციმბირში, ირკუტსკის ოლქში, 48 ადამიანი მოკვდა მას მერე, რაც ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალება სასმელად გამოიყენეს. საშულება, სახელწოდებით, „ბოიარიშნიკი“ მეთანოლს შეიცავდა. საგამოძიებო კომიტეტი იტყობინებოდა, რომ ათეულობით ადამიანი მოიწამლა ამ სასმელით ლენინის რაიონის ქალაქ ნოვო ლენინოში. საავადმყოფოში მოათავსეს 54 მოწამლული. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ორი პირი, ვინც კოსმეტიკურ საშულებას ჰყიდდა, დააკავეს.კონფისცირებულია 500 ლიტრამდე "ბოიარიშნიკი". აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადების გარდა,მთავრობამ ოლქში აკრძალა ყოველგვარი სითხის გაყიდვა, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. ირკუტსკის ოლქში შექმნილია ოპერატიული შტაბი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG