Accessibility links

ანკარაში რუსეთის ელჩს დაესხნენ თავს


თურქეთის საინფორმაციო საშუალება, „ენ-ტე-ვე“ იტყობინება, რომ თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის ელჩს, ამ ქვეყანაში, ანდრეი კარლოვს. ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა რუს დიპლომატზე მოხდა თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში, ერთ-ერთ გალერეაში, გამოფენის გახნის დროს, ელჩის სიტყვით გამოსვლისას. "როიტერსის" თანახმად, დაშავებული ელჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელ ეცვა კოსტუმი და ჰარსტუხი ეკეთა, სროლისას გაჰყვიროდა: "ალაჰუ აკბარ". კრემლის ცნობით, ინციდენტის გამო ინფორმირებულია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. აშშ-ის საცხელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის ელჩზე თავდასხმა დაგმო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG