Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დამნაშავედ სცნეს, მაგრამ სასჯელი არ შეუფარდეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო დაუდევრობაში. ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი არ გამოუტანა, თუმცა მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა და ასეთ შემთხვევაში დაკარგავდა თანმდებობას. მთავარმა მოსამართლემ, რაკტინ მაკტ მადუმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებულ იქნა ის, რომ ლაგარდი საერთაშორისო საფინანსო კრიზისთან ბრძოლით არის დაკავებული, რომ მას მაღალი თანამდებობა უჭირავს და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ლაგარდს ბრალად ედება, რომ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, 2008 წელს, უსაფუძვლოდ დაეთანხმდა ბიზნესმენ ბერნარ ტაპისთვის კომპენსაციის სახით სახელმწიფოს მხრიდან 400 მილიონი ევროს გადახდას ბანკთან უთანხმოების დროს. ლეგარდი დანაშაულს უარყოფს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG