Accessibility links

ციურიხში სამი ადამიანი დაჭრეს ისლამური ცენტრის მახლობლად სროლისას


შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სამი ადამიანი დაჭრეს ისლამური ცენტრის მახლობლად სროლისას. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, ციურიხის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ჯგუფს, რომელიც ისლამურ ცენტრთან იდგა. თუმცა ასევე ოფიციალური პირების თანახმად, უცნობია, აქვს თუ არა თავდასხმას რაიმე კავშირი ამ ადგილთან. გაზეთი „ბლიკი“ პოლიციისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭრა სამი ადამიანი და რომ ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო.

XS
SM
MD
LG