Accessibility links

ბერლინის პოლიცია: საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა ხალხს შეეჯახა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა


ბერლინის პოლიციის ცნობით, საშობაო ბაზრობაზე მისულ ხალხში შეიჭრა სატვირთო მანქანა, რასაც სულ მცირე ცხრა ადამიანი შეეწირა. ტვიტერით გავრცელებულ შეტყობინებაში ქალაქის პოლიცია იუწყება, რომ დაშავებულია ბევრი პირი. მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ცნობა მძღოლის დაკავების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. პრესმდივანმა ტელეარხ N24-ს უთხრა, რომ სატვირთო მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი შეჯახებისას დაიღუპა. პირველ ეტაპზე გაურკვეველი იყო შეჯახება უბედურ შემთხვევას წარმოადგენდა თუ მიზანმიმართულ თავდასხმას, თუმცა გერმანულ მედიაში პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობები, რომ საქმე სავარაუდოდ თავდასხმასთან გვაქვს. გაზეთ ბერლინერ მორგენპოსტის ცნობით, დაშავებულია 50-მდე ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG