Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი მწუხარებას გამოთქვამს ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვეს ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ვუთანაგრძნობთ და გვერდით ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ბერლინში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. „ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG