Accessibility links

ეროვნულმა ბანკმა ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზები დაასახელა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზებად დაასახელა მოლოდინების ერთობლიობა და ფუნდამენტური ფაქტორები, კერძოდ, ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება და თურქული ლირის გაუფასურება. ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ლარის მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინი განაპირობებს. „გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკის შემთხვევაში, გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. „ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG