Accessibility links

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ დაასრულა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის პროცესი


აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ დაასრულა პრეზიდენტად რესპუბლიკლი კანდიდატის, დონალდ ტრამპის არჩევის პროცესი მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ კოლეგიის წევრების გადაბირებას. კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ტრამპს ერგო საარჩევნო კოლეგიის 304 წევრის ხმა, ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია პრეზიდენტად არჩევის პროცესში, როგორც ამას შეერთებული შტატების კონსტიტუცია და ფედერალური კანონი ითვალისწინებს. დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს 227 ხმა ერგო. პრეზიდენტად ასარჩევად საჭიროა საარჩევნო კოლეგიაში, სულ ცოტა, 270 ხმის მოპოვება. კენჭისყრის მსვლელობაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა შეერთებული შტატების ქალაქებში საარჩევნო კოლეგიის წევრებისადმი მოთხოვნით, არ დაეჭირათ მხარი ტრამპისათვის. შეერთებულ შტატებში მოქმედი რთული საარჩევნო სისტემით, 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG