Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირკუტსკში 50-ს გადააჭარბა კოსმეტიკური საშუალების დალევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთში, ციმბირში მდებარე ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ლევჩენკომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 50-ს გადააჭარბა ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალების დალევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა. ოლქში 20 დეკემბრიდან აიკრძალა ყველა სითხის გაყიდვა, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს, მაგრამ სასმელად არ არის განკუთვნილი. ლევჩენკოს განმარტებით, აკრძალვა ძალაში დარჩება, სანამ არ დასრულდება გამოძიება მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით. ასეთივე აკრძალვა და საგანგებო მდგომარეობა 19 დეკემბერს გამოცხადდა ქალაქ ირკუტსკში, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით, დედაქალაქიდან 4200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივი პროკურატურის მონაცემებით, 54 ადამიანი გარდაიცვალა კოსმეტიკური საშუალების, „ბოიარიშნიკის“, სასმელად გამოყენების შემდეგ. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, „ბოიარიშნიკი“ მეთანოლს შეიცავდა და დაკავებულია შვიდი პირი მის გაყიდვაში ეჭვის საფუძველზე. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, „ბოიარიშნიკის“ იარლიყის ტექსტში მითითებული იყო, რომ არ შეიძლება მისი შინაგანი მიღება.

XS
SM
MD
LG