Accessibility links

მერკელი „სავარაუდო ტერაქტად“ მოიხსენიებს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ინციდენტს


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო ბერლინში 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი: სატვირთო ავტომანქანის შეჭრა საშობაო ბაზრობაზე მყოფ ხალხში, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე ადამიანი დაშავდა. „მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით დანამდვილებით, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე ტერაქტს ეხება. ვიცი, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით მძიმე ასატანი იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ბოროტმოქმედება ჩაიდინა ადამიანმა, რომელმაც გერმანიაში დაცვა და თავშესაფარი ითხოვა", - განაცხადა მერკელმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე. დასავლეთის მედია გერმანიის უშიშროების სამსახურიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება 23 წლის პაკისტანელი იმიგრანტი, რომელიც ბერლინში, ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის მონაცემებით, სატვირთო მანქანის საჭესთან იჯდა, ბაზრობის ტერიტორიის მახლობლად დააკავეს გაქცევის მცდელობისას მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანამ 80 მეტრი გაიარა ხალხით სავსე ბაზრობაზე. საინფორმაციო სააგენტო "დე-პე-ა"-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ბოლო წლის განმავლობაში ჩავიდა გერმანიაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG