Accessibility links

ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება თბილისში ბელორუსიის საელჩოს გახსნას


ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი თბილისში იმყოფება საქართველოში ბელორუსიის საელჩოს გახსნაზე დასასწრებად. მინსკში საქართველოს საელჩო 2007 წლიდან მოქმედებს. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის პირველ დღეს მაკეი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს. ვიზიტი ითვალისწინებს აგრეთვე შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელთან.

XS
SM
MD
LG