Accessibility links

პოლონეთის პარლამენტმა გააუქმა მედიის მუშაობის დროებითი შეზღუდვა


პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სეიმმა, გააუქმა პარლამენტში მედიის მუშაობის დროებითი შეზღუდვა. სეიმში ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვის შესახებ გასულ კვირაში გამოაცხადეს, რასაც მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის შენობასთან და კანონმდებლობის მჯდომარე აქცია საკუთრივ პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზში. სეიმის პრეს-სამსახური 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიცვლება წესები, რომლებიც პარლამენტში მედიის წარმომადგენლების მუშაობას არეგულირებს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კრიზისზე მოსალაპარაკებლად შეხვდა პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიის ლიდერებს. მოგვიანებით დუდამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დღის წესრიგში აღარ დგას პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვის საკითხი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG