Accessibility links

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებსა და ფირმებს


აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის კრემლთან დაკავშირებულ იმ პირებს, ვინც უკრაინაში მოსკოვის ქმედებაშია ჩართული, და ფირმებს. 20 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სანქციები უწესდება რუსეთის შვიდ მოქალაქეს, ასევე სამ ათეულამდე ფირმას რუსეთსა და ყირიმში, რომელშიც რუსეთმა უკანონო ანექსია მოახდინა 2014 წელს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG