Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე მეზიერი: ბოროტმოქმედი შეიძლება კვლავ მიმალული იყოს


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, თომას დე მეზიერის თქმით, ბერლინში, ხელისუფლება არ გამორიცხვას, რომ პირი, რომელმაც ბერლინის ერთ-ერთ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შეაჯახა და მოკლა 12 პირი და დააშავა 50-მდე, კვლავაც მიმალულია. დე მეზიერმა ბერლინში განაცხადა, რომ გერმანიის პოლიციას ეჭვი არ ეპარება, რომ სატვირთო მანქანით მოწყობილი აქტი თავდასხმა იყო, თუმცა, მისი თქმით, ამ თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის. პოლიციას არ გაუმხელია ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირის ვინაობა. მაგრამ მედია პოლიციაში თავისი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია 23 წლის პაკისტანელი, რომელიც ბერლინში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. საინფორმაციო სააგენტო "დე-პე-ა"-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ბოლო წლის განმავლობაში ჩავიდა გერმანიაში. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული პირი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს.

XS
SM
MD
LG