Accessibility links

ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო


აშშ-ის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ექვსი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა სეპარატისტთა მცდელობას, კონტროლი დაემყარებინათ კიდევ რამდენიმე რაიონზე. კირბიმ რუსეთი დაადანაშაულა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში და მოუწოდა მოსკოვს, სეპარატისტებზე თავისი გავლენა გამოიყენოს დონბასში ძალადობის შესაჩერებლად. აშშ-მა გააფართოვა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნუსხა, რომელშიც შეიტანა კიდევ 30-მდე კომპანია და 7 ფიზიკური პირი. მათ შორისაა მილიარდერი ბიზნესმენი, რესტორნების ქსელის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთში პრეზიდენტ პუტინის პირად მზარეულს უწოდებენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯონ სმითმა განაცხადა, რომ სანქციების მიზანია, რუსეთს რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ყირიმის ანექსია. ამასთანავე, საქმიანობა უნდა გაურთულდეთ მათ, ვინც ხელს უწყობს უკრაინაში ძალადობასა და ვითარების დესტაბილიზაციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG