Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი


2017 წელს უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს დახმარებას 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. დღეს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა 2017 წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს უტოლდება, რაც შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 274 დეპუტატმა, 226 წინააღმდეგი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა 2014 წლის კრიზისის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომის გაჩაღებასმოჰყვა. ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრ დანილიუკმა ახალ ბიუჯეტს „რეალისტური“ უწოდა და დასძინა, რომ მისი მიღება აუცილებელი იყო ეკონომიკური რეფორმებისთვის ბიძგის მისაცემად. ბიუჯეტი სამპროცენტიან ეკონიმიკურ ზრდას ვარაუდობს. 2016 წელს ზრდამ ერთი პროცენტი შეადგინა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG