Accessibility links

თურქეთის ვარაუდით, ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა ფეთულა გიულენის მომხრეთა მოწყობილია


თურქეთმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა, სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის ფეთულა გიულენის მომხრეთა მოწყობილია. ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას უთხრა თავის ამერიკელ კოლეგას ჯონ კერის. თურქეთი აშშ-ისგან გიულენის ექსტრადიციას მოითხოვს. თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, ორშაბათს მოკლეს ანკარაში, როცა ის სიტყვით გამოდიოდა ერთ-ერთ გალერეაში ფოტოგამოფენის გახსნაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG