Accessibility links

გერმანიის პოლიცია განაგრძობს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის ძებნას


გერმანიის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველები ინტენსიურად განაგრძობენ იმ მამაკაცის ძებნას, რომელმაც 19 დეკემბერს ბერლინის ერთ-ერთ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შეაჯახა და მოკლა 12 და დააშავა 50-მდე პირი. დღეს, საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხით გამოსვლისას, გერმანიის სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლების ასოციაციის თავმჯდომარემ ანდრე შულცმა გამოთქვა რწმენა, რომ ეჭვმიტანილი პირის დაკავება უახლოეს მომავალში მოხერხდება. მისი თქმით, პოლიციას 500-მდე მოქალაქემ მიაწოდა ცნობები, რომლებიც გამომძიებლებს ეჭვმიტანილის დაკავებაში უნდა დაეხმაროს. ბერლინში მომხდარი თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“. პოლიციამ ორშაბათსვე დააკავა, მეორე დღეს კი გაათავისუფლა 23 წლის პაკისტანელი, რომელიც ბერლინში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. სამართალდამცველთა თქმით, დაკავებულის წინააღმდეგ მათ საკმარისი სამხილი ჰქონდათ.

XS
SM
MD
LG