Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა ერთი დღით გადადო თავისი ყოველწლიური პრესკონფერენცია


კრემლის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთი დღით გადადო თავისი ყოველწლიური პრესკონფერენცია, რათა მონაწილეობა მიიღოს თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის დაკრძალვის ცერემონიაში. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, 22 დეკემბრის ნაცვლად პრესკონფერენცია 23-ში გაიმართება და მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება. კარლოვს, რომელიც 19 დეკემბერს ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს, ხვალ დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG