Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი სომხეთს ესტუმრა


ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი სტუმრობს სომხეთის დედაქალაქს. ერევანში, სადაც როჰანი დღეს ჩავიდა, დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან. ორი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-ირანის ბიზნეს ფორუმში. როჰანი სომხეთიდან გაემგზავრება ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ცენტრალური აზიის ორ სახელმწიფოში, რომლებიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან. ირანს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი აქვს ამავე ორგანიზაციაში, რომელშიც გაწვერიანებული არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი ირანმა გააკეთა ჯერ კიდევ 2008 წელს, თუმცა უარი მიიღო გაეროს მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე ირანს მხარი დაუჭირა ჩინეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც იანვარში გაუქმდა გაეროს სანქციები.

XS
SM
MD
LG