Accessibility links

პუტინი მოითხოვს ალკოჰოლური სასმელების შემცვლელი ნივთიერებების გაყიდვის შეზღუდვას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა ალკოჰოლური სასმელების შემცვლელი ნივთიერებების გაყიდვის შეზღუდვა მას შემდეგ, რაც ციმბირში, ირკუტსკის ოლქში, სულ ცოტა 62 ადამიანი გარდაიცვალა კოსმეტიკური საშუალების დალევის შედეგად. პუტინმა 21 დეკემბერს დაავალა მთავრობას, გაამკაცროს ისეთი სითხეების წარმოებისა და გაყიდვის წესები, რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 25%-ს აღემატება, აგრეთვე გაამკაცროს ეთანოლის შემცველი მედიკამენტების დამზადებისა და გაყიდვის წესები. პუტინის ამ განკარგულების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ირკუტსკში გამოაცხადეს, რომ 62-მდე გაიზარდა კოსმეტიკური საშუალების, „ბოიარიშნიკის“ მიღების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეს კოსმეტიკური საშუალება მეთანოლს შეიცავს. დაკავებულია 12 ადამიანი მის გაყიდვაში ბრალდების საფუძველზე. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსმა" მიმდინარე კვირაში გაავრცელა ალკოჰოლის ბაზრის ექსპერტის, ვადიმ დრობიზისაგან მიღებული ცნობა, რომ რუსეთში 12 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით მეთორმეტედი ნაწილი, სასმელად იყენებს ალკოჰოლის შემცვლელ იაფ ნივთიერებებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG