Accessibility links

"ბელინგკეტი": 2014 წელს რუსეთმა "ათასობით" რაკეტა დაუშინა უკრაინის ტერიტორიას


დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი „ბელინგკეტი“ აცხადებს, რომ 2014 წელს რუსეთმა დაიწყო უკრაინის „სისტემატური“ საარტილერიო და სხვა ტიპის დაბომბვა, რაც „არსებითად ომის აქტი“ იყო მომცრო მეზობლის წინააღმდეგ. 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „პუტინის გამოუცხადებელი ომი“, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი ადასტურებს, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად დაუშინა აღმოსავლეთ უკრაინას ათასობით რაკეტა კონფლიქტის პირველ თვეებში. მოსკოვს ბევრჯერ აქვს უარყოფილი ბრალდება, რომ უშუალოდ მონაწილეობს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში. „ჩვენს ხელთ არსებული სამხილები აჩვენებს, რომ ეს იყო რუსეთის სამხედრო ძალების სისტემატური მცდელობა, გაენადგურებინათ უკრაინის ჯარები 2014 წელს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრების გასწვრივ. ამდენად, რუსეთის მხრიდან ეს იყო, არსებითად, ომის აქტი უკრაინის წინააღმდეგ“, აღნიშნავს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, შონ კეიზი. „ბელინგკეტი“ ბრიტანეთში დაფუძნებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფია. მისი ანგარიში მიჩნეულია საჯაროდ გამოქვეყნებულ პირველი დეტალურ ინფორმაციად იმის შესახებ, თუ როგორ ბომბავდა რუსეთი მეზობელი უკრაინის ტერიტორიას 2014 წლის ზაფხულში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG