Accessibility links

რუსეთში მიმდინარეობს თურქეთში მოკლული ელჩის ანდრეი კარლოვის სამოქალაქო პანაშვიდი


რუსეთში ეთხოვებიან თურქეთში 19 დეკემბერს მოკლულ რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს, რომლის ცხედარი მოსკოვში მდებარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაშია დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც 21 დეკემბერს რუსეთის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა რუს დიპლომატს. მოგვიანებით კარლოვის ცხედარს გადაასვენებენ კრემლთან ახლოს მდებარე, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, სადაც რუსეთის პატრიარქი, კირილე გადაიხდის პარაკლისს. ამის შემდეგ ანდრეი კარლოვის ცხედარს სამხედრო პატივით მიაბარებენ მიწას. თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს ცხრაჯერ ესროლეს, როცა ის ანკარაში 19 დეკემბერს ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. თავდამსხმელი, პოლიციელი მევლუთ მერთ ალტინტაში, სამართალდამცველებმა მოკლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG