Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის დაცვის უფროსისა და მდივან-რეფერენტის საკითხი სინოდის შიგნით დაპირისპირების საგანი გახდა


ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს. ამის შესახებ მღვდელთმთავარმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა ჟურნალისტებს. გავრცელებული ინორმაციით, პატრიარქის დაცვის უფროსს, ილია მეორის გარემოცვა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს. სინოდის შიგნით დაპირისპირების საგანია ასევე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის „განუსაზღვრელი ძალაუფლება“, რაზეც სინოდის დაწყებამდე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ უამბო მედიას. „მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა და უწესრიგო მდგომარეობა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ და დასძინა, რომ „ე.წ.რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში სამწუხაროდ, არსებობს“. საპატრიარქოს ამ ბრალდებების შესახებ პასუხი ჯერ არ გაუცია.

XS
SM
MD
LG