Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის გუნდმა აღმოაჩინა მაიამიში მდებარე ბინები, რომლებიც რუსეთის ერთ-ერთ მერს ეკუთვნის


გამომძიებლებმა, რომლებიც რუსეთის ანტიკორუფციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდში მუშაობენ, აღმოაჩინეს ორი მდიდრული ბინა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სიდიდით მეხუთე ქალაქის, ნიჟნი ნოვგორიდის, მერს უნდა ეკუთვნოდეს. მოპოვებული ფაქტები, 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ იმ ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც ოპოზიციის ლიდერისა და ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ჩატარებული ბოლო ასეთი კვლევაა. ფლორიდის უძრავი ქონების ანგარიშსა და ოფიციალური პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებზე პასუხისმგებელი, რუსეთის ფედერალური უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, ნავალნის ჯგუფმა დაადგინა, რომ მაიამიში პლიაჟის ახლოს მდებარე კერძო საკუთრება, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს. ნავალნის ორგანიზაცია, რომელიც ანტოკორუფციული ფონდის სახელით არის ცნობილი, ქონების პატრონად მიიჩნევს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის მერს, ივან კარნილინსა და მის ცოლს, ალბინა კარნილინას. აშშ-იდან მიღებული მონაცემების თანახმად, ქონების გადასახადის სახით 2015 წელს გადახდილია დაახლოებით 26, 500 დოლარი, რაც მერ კარნილინის ოფიციალური წლიური შემოსავლის ერთ მესამედს შეადგენს. თუმცა, რუს მაღალჩინოსანს სამშობლოში დეკლარირებული არ აქვს მაიამიში არსებული მდიდრული ბინები.

XS
SM
MD
LG