Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა კაცი დაიღუპა ავღანელი დეპუტატის სახლზე მომხდარი თავდასხმის შედეგად


8 კაცი დაიღუპა მოძრაობა „თალიბანის“ ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთი დეპუტატის სახლში. დაღუპულთ შორის არის სამი თავდამსხმელი, რომლებიც უშიშროების ძალებმა ადგილზე დახოცეს. თავდასხმაზე, რომელიც 21 დეკემბრის ღამეს მოხდა, პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ იკისრა. თავდასხმა მოხდა ჰილმენდის ოლქის დეპუტატის მირ ვალის სახლზე. იგი საავადმყოფოში იმყოფება მძიმე დაზიანებებით, რომელიც მას შემდეგ მიიღო, რაც სახლის სახურავიდან გადახტომით უშველა თავს. თავდამსხმელებმა მოკლეს დეპუტატის ოჯახის ორი წევრი და ორი მცველი. დაიღუპა ოჯახში მყოფი კიდევ ერთი ავღანელი დეპუტატის, ობაიდულა ბარაკზაის, შვილი. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა, სასტიკად დაგმო დეპუტატის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა.

XS
SM
MD
LG