Accessibility links

საქართველომ და სომხეთმა 2017 წლის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს


საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ლევან იზორიამ და ვიგენ სარგსიანმა თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთს შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ისახავს მიზნად. ლევან იზორიამ სტუმარს, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, წელს, ზამთრისა და ზაფხულის სამთო კურსების გავლა შესთავაზა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ ებრძვიან ტერორიზმს და მხარს უჭერენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი, ვიგენი სარგსიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვია და გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG