Accessibility links

სავჩენკო „რადამ“ გარიცხა ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობიდან


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“, ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეაში უკრაინის პარლამენტის მუდმივი დელეგაციის შემადგენლობიდან გარიცხა უკრაინის ეროვნული გმირი, დეპუტატი ნადია სავჩენკო. პარლამენტის შესაბამის დადგენილებას ხუთშაბათს 237 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგარო ურთიერთობათა კომიტეტში აცხადებენ, რომ თავის დროზე სავჩენკო შესაბამისი კვოტის გარეშე აირჩიეს ამ დელეგაციაში, რუსეთის ტყვეობიდან მისი განთავისუფლების გამო, რითაც დაირღვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ დელეგაციაში წევრების დანიშვნის თანაბარი პრინციპი. თუმცა, ბოლო ხანს ნადია სავჩენკოს ნაბიჯები სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევდა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 7 დეკემბერს სავჩენკო საიდუმლო ვითარებაში იმყოფებოდა მინსკში, სადაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებს შეხვდა. ასეთი ქმედებისათვის, უკრაინის ეროვნული გმირი 16 დეკემბერს საკუთარი ფრაქციიდან გარიცხა საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინამ“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG